| მუდმივად მზარდი დედამიწის მოსახლეობა უფრო და უფრო მეტ ყოველდღიური მოხმარების მასალებს იყენებს, როგორიცაა: ქაღალდი, პლასტმასი, ხის მასალა, რეზინი, ფოლადი და ა.შ. შედეგად, საჭირო დიდი რაოდენობით მასალები სხვადასხვა წყაროებიდანაა მოწოდებული, რაც იძულებულს ხდის ჩვენს პლანეტას უდიდესი მსხვერპლი გაიღოს ადამიანების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ყოველ წლიურად დაახლოებით 300 მილიონი ტონა ქაღალდი, თითქმის 100 მილიონი ტონა პლასტმასი, 1.5 მილიარდი ტონა ფოლადი, 100 მილიონი კუბური მეტრი ხე, 26 მილიონი ტონა რეზინი და უზარმაზარo რაოდენობის სხვა გადასამუშავებლად ვარგისი მასალა გამოიყენება მთელ მსოფლიოში. ბოთლების დაახლოებით 80 პროცენტი, ქაღალდის 90 პროცენტი, პლასტმასის 93 პროცენტი, ფოლადის 35 პროცენტი მეორედ აღარ მუშავებდება და ქარს მიაქვს. ყოველდღიურად მსოფლიოში ოცდაცხრა მილიონ რვაასი ათასი ხე (29,800,000) იჭრება, რაც შეადგენს 35 714 ჰექტარს დღეში, 1488 ჰექტარს საათში, 25 ჰექტარს წუთში და 0,4 ჰექტარს წამში. გადამუშავება ერთერთი საუკეთესო საშუალებაა, რომელსაც გააჩნია დადებითი გავლენა ჩვენს სამყაროზე, აგრეთვე მნიშვნელოვანია გარემოსთვის, რომელზეც ჩვენი ნარჩენები უზარმაზარ ნეგატიურ გავლენას ახდენს. გადამუშავების პროცესი ეყრდნობა გამოყენებული მასალების შეგროვებას და მათ ხელმეორედ გამოყენებას. ამ პროცესში გამოყენებული მასალები ხარისხდება და მათგან იწარმოება ახალი პროდუქტები. გადამუშავება ნიშნავს ძველი პროდუქტის ძირითადი ელემენტების ნედლეულად გამოყენებით, ახალი საქონლის წარმოებას. ყველაზე გავრცელებული საქონელი, რომელიც ექვემდებარება მეორად გადამუშავებას არის: პლასტმასი, მინა, ქაღალდი, ბატარეები, ალუმინი და ა.შ. ახალი საქონლის მეორადი გადამუშავების პროდუქტებისაგან დამზადებისას სოლიდური რაოდენობის ენერგია იზოგება, ხოლო პროდუქტები რომლებიც ახლად მოპოვებული მასალებით მზადდება მოიხმარს ენერგიის ბევრად უფრო დიდ ოდენობას. გადამუშავება დიდ როლს ასრულებს მსოფლიოს კლიმატური პირობების ცვალებადობის თავიდან აცილებაში. წარმოების პროცესისას დახარჯული ენერგიის შემცირებასთან ერთად გადამუშავებისას მცირდება ისეთი სასათბურე გაზების გამოყოფა როგორებიცაა: მეთანი, გოგირდის დიოქსიდი, ნახშირბადის დიოქსიდი და სხვა გარემოსათვის მავნე აირები. ახალი ნედლეულის გადამუშავება ასევე მრავალ ტოქსიკურ მასალებს ქმნის და აბინძურებს გარემოს. გამოყენებული ენერგიის შემცირებით მცირდება დახარჯული საწვავის ოდენობაც, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოში ტოქსიკური ნივთიერებების არსებობას. ნაგავსაყრელების უმრავლესობა სავსეა მრავალი პროდუქციის ნარჩენებით, რომლებიც შესაძლებელია ეფექტურად იქნეს რეციკლირებული. ზოგიერთი მასალის ნარჩენები გაეკუთვნება ქიმიურად დაუნაწევრებად კატეგორიას და დიდხანს არ იშლება. გადამუშავება იძლევა ამ ნარჩენი პროდუქტების სათანადოდ გამოყენების საშუალებას და ზოგავს ადგილს ნაგავსაყრელებზე. სრულფასოვანი გადამუშავება შესაძლებლობას გვაძლევს შევინარჩუნოთ ბუნებრივი რესურსები ჩვენი მომავალი თაობებისთვის და არ დავარღვიოთ ბუნებრივი ბალანსი. |
|
ჩვენს შესახებ
|



